LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მისამართით, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებს ისვრიან

33

ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან კვლავ არის აქციის მონაწილეების ნაწილი დარჩენილი.

ტელეკომპანია „აჭარის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მისამართით სამმართველოს ტერიტორიიდან რეზინის ტყვიებს ისვრიან. ცოტა ხნის წინ აქ სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოჩნდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსია. უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, სასწრაფო სამედიცინო სადგურის განმარტებით,  გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით.

თვითმხილველების ნაწილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს და ბოთლებს ისვრიან.

აქციის დაშლა სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ ცრემლსადენი გაზით სცადეს, თუმცა პროტესტის მონაწილეებმა სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორია არ დატოვეს.

“ბათუმელების” ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები