LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

65

სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკვეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.

უწყების ინფორმაციით, ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებებს ჩაიდენს, მიიღება მკაცრი ზომები როგორც მერიის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს, – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები