LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველებმა გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ძმანაშვილი დააკავეს

56

სამართალდამცველებმა გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ძმანაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება მას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
“ქართული ოცნების” პარტიული სიით გარდაბნის საკრებულოს დეპუტატის დაკავების შესახებ ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოში ადასტურებენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა განაცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ძმანაშვილი საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული, სადაც დააკავს. მისივე თქმით, ჯერ არ აქვს ინფორმაცია, რა ბრალდებით არის დაკავებული და რას ედავება გამოძიება საკრებულოს დეპუტატს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები