LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველებმა კლუბ „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს

94

სამართალდამცველებმა კლუბ „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს. შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თავის მხრივ, როგორც კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები გამართული იურიდიული დოკუმენტაციით დაბრუნდებიან, კლუბის ადმინისტრაცია მზად არის, მათთან ითანამშრომლოს და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია მიაწოდონ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ „ბასიანში“ ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა მათ საბუთების ამოღების უფლება კლუბის ადმინისტრაციამ არ მისცა.

„ბასიანის“ ხელმძღვანელობის ინფორმაციით, განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბში მივიდნენ, 24 მაისსაა გამოცემული, ანუ მისი მოქმედების ვადა გასულია.

შსს-ში განმარტავენ, რომ კლუბში საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის 24 მაისის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს, რომელსაც ვადა 30 დღე აქვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს შპს „ბასიანის“ ადმინისტრაციას მოსამართლის 24 მაისის განჩინებით და განუმარტეს, რომ ამ განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ „ბასიანში“ განხორციელდება საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები