LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით თარჯიმანი დააკავეს

98

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ი.კ. ახალციხეში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.კ.-მ ირანის მოქალაქეს – 1990 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს თავისი ნაცნობი პროკურატურის თანამშრომლად გააცნო და ვითომდა სისხლის სამართლის საქმეზე გადასახდელი ჯარიმის სახით 500 ლარი გამოართვა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები