LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველთა მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას – ომბუდსმენი

61

სახალხო დამცველი შვილმოკლული მამების აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე მომხდარ იმ ინციდენტზე საუბრობს, როდესაც სამართალდამცველებმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პარლამენტის წინ კარვების მიტანის უფლება არ მისცეს, კარვები ძალის გამოყენებით ჩამოართვეს და მისი დაკავებაც სცადეს.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლების შეისწავლის აღნიშნულ ინციდენტს. ომბუდსმენი ამბობს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები