LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები

83

„სამართლიანი არჩევენების“ ინფორმაციით, მათი დამკვირვებლების მიერ შემდეგი სახის დარღვევები დაფიქსირდა:

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა:

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ მისცეს ფოტოს გადაღების უფლება და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;
#22 რუსთავის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ მიეცა საჩივრის დარეგისტირირების უფლება;
#61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე მისი დახურვის შემდეგ;
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა უბანზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. შემაჯამებელი ოქმის გადასწორება:
#84 ხულოს საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბნის და #44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში მონაცემები გადასწორებულია და არაა შედგენილი შესწორების ოქმი.

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება:
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი არაა დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერებით;
#57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #23 და #33 საარჩევნო უბნების, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 და #100 საარჩევნო უბნების, #53 ვანის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნის და#82 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები არაა დამოწმებული ბეჭდით;
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე შეცდომითაა შედგენილი შემაჯამებელი ოქმი, შედგენილია შესწორების ოქმი, რომელიც ცარიელია. ნამდვილი ბიულეტენების ბათილად მიჩნევა:
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #78 საარჩევნო უბანზე 7 ნამდვილი ბიულეტენი ბათილად მიიჩნია კომისიამ.

ბიულეტენზე მინიშნების გაკეთება:

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლისას გამოვლინდა კალმით დანომრილი ბიულეტენები, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს ხმის მიცემის ფარულობის
დარღვევას. ეს ბიულეტენები კომისიამ ნამდვილად ჩათვალა. ზედმეტი ბიულეტენების გაცემა:
#17 თელავის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე ერთმა და იმავე რეგისტრატორმა რამდენჯერმე გასცა ამომრჩეველზე ერთი სახის 2 ბიულეტენი; გაცემული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება ხელმოწერების რაოდენობას:
#52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 4-5 ბიულეტენით აღემატება ხელმოწერების რაოდენობას.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე სიაში გამორჩენილია ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა. უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა: #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გახსნის შემდეგ უბანზე შევიდნენ ამომრჩევლები, რასაც მოყვა ბიულეტენების ძირს დაყრა. ორგანიზაციამ მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა.

ხმის დათვლის პროცედურის დარღვევა:

#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ერეოდა ბიულეტენების დათვლის პროცესში და თავად იღებდა კონვერტებიდან ბიულეტენებს. გარდა ამისა ერთ-ერთი მთვლელის ჩანაცვლება მოხდა ისე, რომ არ აღინიშნა ამის შესახებ ჩანაწერთა წიგნში.
#4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დახარისხებისას არ ცხადდებოდა ვისთვის იყო ხმა მიცემული;
#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე თავმჯდომარე ერეოდა ხმის დათვლის პროცესში და პირველი მთვლელის ნაცვლად აცხადებდა ვისთვის იყო ხმა მიცემული.
საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა:
#32 გორის საარჩევნო ოლქის #32, #47, #65, #78, #81 და #106 საარჩევნო უბნების ჩანაწერთა წიგნები არ იყო დალუქული;
#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ყველა სახის სია ერთად დალუქეს;
#81 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანმა საარჩევნო ოლქს დაულუქავი ბეჭდები გადასცა;
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბნის მასალა დაულუქავი გადაეცა ოლქს.

ISFED-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის  დამკვირვებლისა და 79 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა: ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე; თბილისში
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; ქუთაისის,რუსთავის, ბათუმის, ფოთის თვითმმართველი ქალაქების, ასევე, ახალციხის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელური დათვლის (PVთ) მეთოდოლოგიით დააკვირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები