LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამცხე–ჯავახეთში 23 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

78

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სამცხე–ჯავახეთში კრიტიკული შეუსაბამობის გამო, 23 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა, აქედან 16-მა მუშაობა მალევე განაახლა. დაკეტილი 7 ობიექტიდან კი 3 ახალციხეში, 3 ბაკურიანში და ერთი ბორჯომშია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ინსპექტირებისას დარღვევები აღმოჩნდა და ამ დრომდე ვერ გამოასწორა ახალციხეში მოქმედმა „სვით კაფემ“, ქალაქის ცენტრში მდებარე ხორცის მაღაზიამ „ახალი ხორცი“ და კოსტავას ქუჩაზე მოქმედმა საშაურმემ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირება სამცხე–ჯავახეთში ივლისში ჩაატარა და სულ 74 ობიექტი შეამოწმა. როგორც აღნიშნულ უწყებაში ამბობენ, ყველაზე ნაკლები დარღვევები ახალციხეში მოქმედ კვების ობიექტებში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები