LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამებაში დღეს, საყოველთაო ნათლობა გაიმართება

66

სამების საკათედრო ტაძარში დღეს, ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნათლული ამჯერად 708 ბავშვი გახდება.

ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 33 894 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები