LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამებაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა [ვიდეო, ფოტო]

628

სამებაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა.

თბილისში ოჯახის სიწმინდის დღეს ჯვარი 55-მა წყვილმა დაიწერა, რეგიონებში კი მათმა რიცხვმა 400 გადააჭარბა.

ჯვარდაწერილ წყვილთა შორის ყველაზე უხუცესი 80 წლის ცოლ-ქმარი იყო.

როგორც “ფორტუნასთან” ჯვარდაწერილები ამბობენ, მათთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მათი უმეტესობა დიდი ხანია ერთად ცხოვრობს, თუმცა ჯვრის დაწერას ამ დრომდე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებდნენ.

შეგახსენებთ, საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიცია ორი წლის წინ პატრიარქის კურთხევით და ჩოხოსანთან საზოგადოების ინიციატივით დაინერგა. საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობის მსურველებმა ჩოხოსანთა საზოგადოებას უნდა მიმართოს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები