LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულება იწყება

186

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულება იწყება. გარდამოხსნის წესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე შეასრულებს. პატრიარქი უკვე ტაძარში იმყოფება.

გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს, ტაძარში სამჯერ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ.

შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები