LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების ტაძარში დატირებისა და გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა

501

სამებაში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის და დატირების რიტუალი შესრულდა. ყოვლადწმიდა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ შეასრულა.

დატირებისა და გარდამოხსნის რიტუალის შემდეგ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარი, ქადაგების გარეშე დატოვა.

გარდამოხსნა სამების ტაძარში არასრული 3 დღე დარჩება, როგორც უფალი იმყოფებოდა საფლავში არასრული სამი დღე.
აღდგომის ლიტურგიის დაწყებამდე გარდამოხსნას სასულიერო პირები საკურთხეველში შეაბრძანებენ, სადაც იგი ამაღლების დღესასწაულამდე დარჩება.

მსახურების დროს შესრულდა დავით გურამიშვილის ლექსზე „იესო“ შესრულებული საგალობელი. ასევე წაიკითხეს ღვთისმშობლის დატირება უფლისადმი და უფლის ლოცვა „ნუ მტირ მე დედაო“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები