LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 67 ექიმს საქმიანობა შეუჩერა

133

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ  157 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა  დააკისრა, 67 ექიმს კი სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ  141 პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შეისწავლა.

„პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს 103 საკითხი განიხილა და 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა დააყენა. აქედან, 157 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, ხოლო 4 ექიმს არ დაეკისრა. 90 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება; სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 67 ექიმს,“  – ნათქვამია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.