LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ ფინალს რამდენიმე დასასრული ექნება

88

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელები ცდილობენ, მერვე სეზონის სიუჟეტი საიდუმლოდ დატოვონ. სწორედ ამ მიზეზით, სცენარისტები გეგმავენ, რომ პროექტის ფინალს რამდენიმე დასასრული მოუფიქრონ და რომელი მათგანი იქნება რეალური, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ეცოდინება.

„ასეთი რანგის სერიალისთვის ეს ძალიან საჭირო რამ არის. გადაღებები მიდის და ვინმე აუცილებლად გაიგებს შინაარსს. ამიტომ გადაიღებენ რამდენიმე დასასრულს და მაყურებელს ბოლო მომენტამდე არ ექნება წარმოდგენა იმაზე თუ როგორ მთავრდება სერიალი“, – განაცხადა HBO-ს პროგრამების დირექტორმა, კეისი ბლოიზმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, არხი მთელ რიგ უსიამოვნებებს შეეჯახა: კიბერდამნაშავეებმა HBO-ს საიტი და სოციალური ქსელები გატეხეს და ინფორმაციის დიდი ნაწილი გააჟღერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები