LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ ჰაკერები გამოსასყიდს ითხოვენ

86

ჰაკერები, რომლებმაც HBO-სგან „სამეფო კარის თამაშების“ სკრიპტები და სხვა მონაცემები გაავრცელეს, გამოსასყიდის გადახდას ითხოვენ.

მათ მიმდინარე სეზონის ჯერ არ გასული მეხუთე ეპიზოდის სცენარიც გამოაქვეყნეს. გავრცელდა კომპანიის დოკუმენტები და ვიდეო ეპიზოდებიც.

ჰაკერების განცხადებით, მათ 1.5 ტერაბაიტის  მონაცემები აქვთ. “მოპარული” დოკუმენტები მოიცავს როგორც იურიდიულ ინფორმაციას, ასევე თანამშრომლობის ხელშეკრულებებსა და კომპანიის სხვა დეტალურ ფაილებს. “ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, ზოგიერთი დოკუმენტი „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობების პერსონალურ საკონტაქტო ინფორმაციასაც ინახავს. ამ სახის ინფორმაცია საჯარო ჯერ არ გამხდარა.

უცნობია, რა რაოდენობის თანხას ითხოვენ ჰაკერები ინფორმაციის განადგურების სანაცვლოდ.

HBO-ს წარმომადგენლების თქმით, კომპანიას არ სჯერა, რომ მათი ელ.ფოსტის სისტემა „გატეხილია“. მათი ინფორმაციით, ჰაკერულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები