LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების” პრემიერამ HBO-ს საიტი მწყობრიდან გამოიყვანა

32

„სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლებისთვის სადღესასწაულო დღეები დაიწყო: გუშინ სერიალის მეშვიდე სეზონის პრემიერა გაიმართა. მოლოდინი და ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ტელეარხ HBO-ს საიტი მწყობრიდან გამოვიდა.

სერიის დაწყების მომენტიდან რამდენიმე წუთში HBO Now-ს ონლაინსაიტი ჯერ შეფერხებით ამუშავდა, შემდეგ კი გაითიშა. აღნიშნულ პრობლემას საიტი ყოველ საპრემიერო დღეს აწყდება, თუმცა, პორტალის ხელმძღვანელობას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები