LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახების ფოტო-პორტრეტები საშობაო ბარათებზე

61

მონაკოს სამეფო ოჯახმა სპეციალური მისალოცი ბარათები გამოუშვა. ბარათებზე სამეფო ოჯახი გამოსახულია სახლის გარემოში, მონაკოს პრინცი ალბერი და მისი მეუღლე შარლენი ტყუპებთან ერთად ულოცავენ შობას მონაკოს მოსახლეობას. ცოტა ხნის წინ მისალოცი ბარათები ბრიტანეთს სამეფო ოჯახმაც გამოსცა, სადაც პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად არიან გადაღებულები. ამავე დროს Clarence House-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის მისალოცი ბარათიც.

ინტერნეტში ასევე გამოჩნდნენ ესპანეთი სამეფოს მემკვიდრეები, მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას ქალიშვილები, ლეონორი და სოფია. კიდევ ერთი ფოტო-პორტრეტი  Instagram-ზე იორდანიის სამეფო ოჯახმა გამოაქვეყნა, სადაც მეფე აბდულა და დედოფალი რანია ოთხ შვილთან ერთად არიან გადაღებულები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები