სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით ელისაბედ II-ეს იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო

337

17 ივნისს, ლონდონში ტრადიციული აღლუმი Trooping the Colour გაიმართა, რომელიც დედოფალ ელისაბედ მეორეს დაბადების დღეს მიეძღვნა. ღონისძიებას ტრადიციულად, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ, მათ შორის უმცროსი პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა.

დედოფალი 21 აპრილს დაიბადა, თუმცა ეს დღე უინძორების სასახლეში ოჯახის წევრების გარემოცვაში აღინიშნება. დიდი ბრიტანეთი კი იუბილეს სწორედ ივნისში ზეიმობს.

ქეით მიდლტონმა ამ დღისთვის „ალექსანდრ მაკქუინის“ მკვეთრი ვარდისფერი კაბა და ამავე ფერის თავსაბურავი შეარჩია. ამავე ფერებში იყო გამოწყობილი მისი ქალიშვილიც.

აღლუმის დასაწყისში დამსწრეებმა წუთიერი დუმილით ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს მიაგეს. ღონისძიება კი სამეფო სამხედრო ავიაციის გადაფრენით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები