LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახის შესახებ ახალ ფილმს იღებენ (ფოტო)

628

ტელეარხი BBC2 სამეფო ოჯახის შესახებ ახალი ფილმის გადაღებას იწყებს. კინოსურათი სახელად „მეფე ჩარლზ III“ დრამატურგ მაიკ ბარლეტის ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება. ფილმი თანამედროვეობის ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს, როდესაც დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე პრინცი ჩარლზი ადის.

უკვე ცნობილია, რომ სურათში ქეით მიდლტონის როლს 34 წლის ბრიტანელი მსახიობი შარლოტა რაილი შეასრულებს. ეს უკანასკნელი ტომ ჰარდის მეუღლეა და ცნობილია ფილმით „ქარიშხლიანი უღელტეხილი“. პრინც უილიამის როლზე ოლივერ კრისი დაამტკიცეს, რომელსაც საზოგადოება იცნობს სერიალით „ოფისი“, ხოლო პრინც ჰარის როლს რიჩარდ გულდინგი შეასრულებს. რაც შეეხება თავად პრინც ჩარლზსს, მის როლს ტიმ პიგოტუ-სმიტი განასახიერბს, ხოლო კამილა პარკერის როლში მარგო ლეიკესტერი მოგვევლინება. მსახიობთა უმრავლესობა ამავე სახელწოდების პიესაშიც იღებს მონაწილეობას.