LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახის წევრები ლონდონის მარათონს დაესწრნენ

71

ლონდონში The Virgin Money London Marathon-ის ყოველწლიური გარბენი გაიმართა.  ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს სწორედ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იყრის.

წელს სპორტულ ღონისძიებას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები – ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი ესწრებოდნენ. სწორედ სამეულმა მისცა სტარტი მარათონს, როდესაც ტრიბუნაზე განთავსებულ სპეციალურ ღილაკი აამოქმედეს.  მოგვიანებით ისინი მინდორზე ჩავიდნენ და ყველაზე სწრაფ მორბენალს პირადად შეხვდნენ.

პრინცები და ჰერცოგინია არ ერიდებოდნენ ემოციების გამოხატვას. ფოტოებიდან ჩანს, რომ მათ დრო არაჩვეულებრივად გაატარეს. მარათონის დასრულების შემდეგ კი, ისინი თითოეულ მონაწილეს პირადად შეხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები