LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა

79

კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველი ოფიციალური  ფოტო გამოქვეყნდა. რომანტიკული ფოტო Frogmore-ის სასახლეშია გადაღებული, რომელიც სამეფო ოჯახის საკუთრებაა. ფოტოს ავტორი კი ცნობილი ფოტოგრაფი ალექსი ლუბომირსკია, რომელიც წლებია ანჯელინა ჯოლისთან და ჯულია რობერთსთან მუშაობს.

კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე წყვილის ორი ფოტო გამოქვეყნდა. ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის საშობაო პორტრეტისგან განსხვავებით, მარკლისა და ჰარის ფოტო უფრო რომანტიკული და ინტიმურია. საინტერესოა, რომ 20 დეკემბერს მეგან მარკლი სამეფო ოჯახის მიერ მოწყობილ ლანჩსაც დაესწრო, რომელსაც დედოფალი ელიზაბეტი მართავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები