LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანზე პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა

32

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის წყვილი დასავლური მედიისთვის ინტერესის მთავარი ობიექტია. მართალია წყვილის ნიშნობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. რახან მედია აქტიურად ალაპარაკდა ქორწილის ცერემონიაზე, ბუკინგემის სასახლეში გადაწყვიტეს თემაზე პირველი ოფიციალური კომენტარი გაევრცელებინათ:  „ჩვენ არ ვაპირებთ ჰარის პირად ცხოვრებაზე საუბარს“, – ნათქვამია განცხადებში. მართალია ამ განცხადებიდან დასკვნების გამოტანა რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ესაა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი განცხადება პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობაზე.

ინსაიდერების მტკიცებით, 33 წლის ჰარიმ 36 წლის მსახიობს ხელი რამდენიმე თვის წინ სთხოვა. ამჯერად კი წყვილი ოფიციალური თარიღის გამოცხადებას ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები