LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ქორწილი დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტში 500 მილიონის მობილიზებას შეძლებს

38

უცნობია თუ რა დაუჯდება დიდ ბრიტანეთს 2018 წლის 19 მაისს დაგეგმილი პრინცი ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის სამეფო ქორწილი. თუმცა, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის წყალობით, ქვეყნის ეკონომიკა 500 მილიონამდე ფუნტ სტერლინგის მობილიზებას შეძლებს.

ბიუჯეტში 200 მილიონი ფუნტ სტერლინგი ტურიზმიდან, მოგზაურობიდან და სასტუმროებიდან შევა. 150 მილიონამდე ფუნტ სტერლინგს, წვეულებებისა და დღესასწაულებისგან ელოდებიან, რომელსაც ხალხი ამ მოვლენის აღსანიშნავად გამართავს.

მსოფლიოში დიდი ბრიტანეთის უფასო რეკლამისთვის კი, დაახლოებით 100 მლნ. ფუნტ სტერლინგი დაიზოგება, დარჩენილი 50 მილიონი კი სავარაუდოდ იქნება ის თანხა, რასაც მოქალაქეები საქორწინო ცერემონიალის თემატიკით დამზადებული მაისურების, ქუდების, ჭიქებისა და სხვა სუვენირების შესაძენად დახარჯავენ .

უინძორის ადგილობრივი მაცხოვრებლები და მცირე მეწარმეები კი ტურისტების ბუმს ელიან. სწორედ უინძორში გაიმართება საქორწინო ცერემონიალი. 2011 წელს კემბრიჯის ჰერცოგის, პრინცი უილიამისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ქეით მიდლტონის სამეფო ქორწილისთვის უინძორს 350 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. უინძორის სასახლის მიმდებარედ განთავსებული 98 ნომრიანი სასტუმრო The Harte and Garter-ისმენეჯმენტში აცხადებენ, რომ ამ პერიოდისთვის ტურისტებისა და მედიაწარმომადგენლების მიერ, ყველა ნომერი უკვე დაჯავშნილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები