LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო სკანდალი: ტომას მარკლის და კამილა პარკერის შეთქმულება

262

ავსტრალიური გამოცემის New Idea-ს თანახმად, მეგან მარკლის მამამ პრინც ჩარლის მეუღლესთან კამილა პარკერთან “გააფორმა ტაქტიკური შეთანხმება”. როგორც აღმოჩნდა, სწორედ კამილა აქეზებდა 74 წლის ტომასს სამეფო ოჯახის წინააღმდეგ სკანდალური განცხადებების გაკეთებისკენ, როცა ისინი საიენტოლოგთა კულტის წარმომადგენლებს შეადარა.

“საბრალო მეგანი დაბნეულია, რადგან ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა უღალატეს და აღარ იცის, ვის ენდოს”, – განაცხადა გამოცემამ, რომელის მონაცემებით, მართალია, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილმა სასექსის ჰერცოგინიამ უარი თქვა მამასთან ურთიერთობაზე, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მაინც დაურეკა და სწორედ მაშინ წამოსცდა მისტერ მარკლის, რომ კამილას ესაუბრა. ტომასის აღიარებით, კორნუოლის ჰერცოგინია პირველად ჰარისა და მეგანის შეუღლებამდე დაუკავშირდა სკანდალური ინფორმაციის ხელში ჩაგდების და ქორწილის ჩაშლის სურვილით, მერე კი, რამდენიმე თვე რეგულარულად ურეკავდა და საყვარელი ვისკიც კი გაუგზავნა საჩუქრად.

მართალია, კამილა პარკერი ყველა ბრალდებას უარყოფს, მეტიც ამტკიცებს, რომ ერთგვარი მომრიგებლის როლის შესრულებას ცდილობდა და მხოლოდ ამიტომ ურეკავდა ტომასს, მაგრამ მეგანი შიშობს, რომ მეუღლის დედინაცვალმა სამუდამოდ გაუფუჭა ურთიერთობა მამასთან. სხვათაშორის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მეგანსა და კამილას მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ და სწორედ უფროსი ჰერცოგინია ეხმარებოდა ახალბედას სამეფო ოჯახში ადაპტირებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები