LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო წყვილის სურვილია, სტუმრებმა თანხა საქორწინო საჩუქრების ნაცვლად ქველმოქმედებას მოახმარონ

68

უელსის პრინცი ჰარი და მისი საცოლე მეგან მარკლი ითხოვენ, რომ საქორწინო საჩუქრების ნაცვლად, სტუმრებმა თანხა ქველმოქმედებას მოახმარონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამეფო წყვილმა იმ 7 ორგანიზაციის სიაც გამოაქვეყნა, რომელთა დახმარებაც სურს. წყვილის თქმით, ამ გზით უამრავი ადამიანის დახმარებას შეძლებენ, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემები აქვთ.

სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს გაიმართება.  ცერემონიალი უინდსორის სასახლეში შედგება და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სამეფო ოჯახი დაფარავს.

ნოემბერში, ინგლისის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრინცი ჰარი მის ამერიკელ შეყვარებულზე, მსახიობ მეგან მარკლზე ქორწინდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები