LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო წყვილმა ქორწილის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა

184

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის ფოტოების ავტორი ალექსი ლუბომირსკია. კენსინგტონის სასახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰარი და მეგანი მადლობას უხდიან ყველას, ვინც საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდა.

სამ ფოტოს შორის არის სურათი, რომელზეც სამეფო ოჯახის წევრებიც არიან აღბეჭდილნი.

ბრიტანეთის პრინც ჰარის და მსახიობ მეგან მარკლის საქორწილო ღონისძიება 19 მაისს, უინძორის სასახლეში გამართა. ქორწინებამდე დედოფალმა ელისაბედმა პრინც ჰარის სასექსის ჰერცოგის წოდება მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები