LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში ფუტკრების უნიკალური გენოფონდი აღადგინეს

313

სამეგრელოში, ჩხოროწყუში მუხურის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გაიხსნა. ბაზაზე განთავსებულია სანაშენე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია მეგრული პოპულაციის ჯიშობრივი სიწმინდის დაცვა, სელექცია და მაღალპროდუქტიული ჯიშის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა უწყებამ შეძლო გადაშენების პირას მყოფი უნიკალური გენოფონდის აღდგენა.

”ახლა მნიშვნელოვანია ბაზაზე დაინერგოს ის მეთოდები, რომლებიც შესაძლებელს გახდის მეგრული ფუტკრის პოპულაციის გამოსაყენებლად დაბრუნებას”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, მეგრული ფუტკრის პოპულაციის აღდგენა განახორციელა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა. სამომავლოდ იგეგმება გურული და ქართლური ფუტკრის პოპულაციების აღდგენაც, რაც მეფუტკრეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მუხურის ბაზაზე სისტემატურად მოეწყობა ღია კარის და სადემონსტრაციო დღეები. სწავლებას გაივლიან როგორც ფერმერები, ისე მეფუტკრეობით დაინტერესებული პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები