LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში მოზარდი მიტოვებული შენობიდან გადავარდა

105

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობიდან, მოზარდი 7 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ბავშვი დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა. პროცესის დასრულების შემდეგ კი ახალგაზრდები შენობაში ფოტოებს იღებდნენ, სწორედ ამ დროს მოაჯირი, რომელსაც ბავშვი ეყრდნობოდა მოირღვა და მოზარდი გადავარდა.

სასწრაფო დახმარების მანქანამ ის თავის ქალის ტრავმით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, 15 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები