LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორის რაიონში 16 სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

85

სამგორის რაიონში 16 სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც სამგორის რაიონის გამგებელმა, გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

“2016 წელს, სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართებზე 16 სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. განახლდა მაყურებელთა ტრიბუნა, ჩაეკერა ხელოვნური ბალახი, აღდგა სტადიონის განათება. ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება”, – განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები