LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო რუსეთში გლოვის დღეა

105

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო დღეს რუსეთში გლოვის დღეა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ავიაკატასტროფის ძირითად მიზეზებს შორის განიხილება ძრავის აალება, სპიდომეტრის გაუმართაობა, შესაძლო მოყინულობა და მფრინავის მიერ დაშვებული შეცდომა.

ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს მილიონი რუბლის კომპენსაციას მისცემენ.

კერძო სახლის სათვალთვალო კამერამ Ан-148-ის ჩამოვარდნის მომენტი დააფიქსირა.  კადრებში ჩანს ლაინერის ჩამოვარდნა და შემდეგ აფეთქება.

რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ორსკში მიფრინავდა. ლაინერი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. ის სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნოდა.

ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილია 71 ადამიანი, მათ შორის 6 ეკიპაჟის წევრი. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანია – 17 წლის ილია, 12 წლის ევგენი და 5 წლის ნადეჟდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები