LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ქართული კლინიკის განვითარებით ბრიტანული ორგანიზაციები ინტერესდებიან

319

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ბრიტანულ-ინდური კლინიკური და აკადემიური პარტნიორობა BICAP-ისა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და სასწავლო უნივერსიტეტი King’s College London-ის დელეგაცია მიიღო.

ბრიტანული დელეგაცია ფონდის კუთვნილებაში არსებული სამი კლინიკის განვითარების საკითხით ინტერესდება და ფონდის შვილობილ „კლინიკების განვითარების კომპანიასთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოქვამს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრამდე ბრიტანული დელეგაციის წევრებს „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა თეა გიორგაძემ ფონდის მფლობელობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერებინა.

ფონდში გამართულ საქმიან შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ბრიტანული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს კლინიკების განვითარების ხედვა გაუზიარეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსექტივების შესახებ იმსჯელეს. ბრიტანული მხრიდან შეხვედრას BICAP-ის დირექტორი ფართი სრინივასანი და King’s College London-ის კომერციული განვითარების დირექტორი საიმონ ტეილორი ესწრებოდნენ.

„საპარტნიორო ფონდი“ მის მფლობელობაში არსებული კლინიკების განვითარებისა და მათი ულტრათანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით,   პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ინტენსიურად მართავს.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდის” კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო), უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ყოფილი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები