LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოიგზავნა

43

2018 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 280.3 მლნ ლარი (110.0 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 31.1 პროცენტით (26.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ოფიციალური მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.0 მლნ აშშ დოლარი (38.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა (13.3 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში – 13.3 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი).

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. თუკი გასული წლის იანვრის თვეში, ჩარიცხვების რაოდენობამ 26,451 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს მაჩვენებელი 30,942 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო თუ გადარიცხვების რაოდენობამ გასულ წელს 5,334 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს ეს მაჩვენებელი მცირედით, 5,430 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2018 წლის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მიხედვით, მეორე ადგილს იტალია იკავებს. თუ გასულ წელს იტალიიდან გზავნილებმა 9,609 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს ეს მაჩვენებელი 13,749 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ასევე გაზრდილია გადარიცხვების რაოდენობაც, შარშან იტალიაში გადარიცხვების რაოდენობამ 247 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს კი მათი რაოდენობა 314 მლნ აშშ დოლამდე გაიზარდა. მესამე ადგილს, საბერძნეთი იკავებს, საიდანაც შარშან გადმორიცხვების რაოდენობამ 9,283.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს კი 12,379 აშშ დოლარია. რაც შეეხება გადარიცხვებს, 2017 წლის იანვარში 872 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს კი მისი რაოდენობა 698 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები