LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ქვეყნის სურვილი: ერთა ლიგას ჩვენ ვუმასპინძლებთ

46

იტალიას, პოლონეთსა და პორტუგალიას სურთ, 2019 წლის ივნისში ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშების ფინალურ სტადიას უმასპინძლონ.

წესების თანახმად, ერთა ლიგის ფინალური რაუნდი A ლიგის ერთ-ერთ ქვეჯგუფში გამარჯვებული ქვეყნის სტადიონებზე უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ იტალიის, პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები A ლიგის მესამე ჯგუფში ერთად არიან მოხვედრილნი.

“ტურნირის ფინალურ სტადიაში ითამაშებენ A ლიგის ოთხ ჯგუფში გამარჯვებულები. ნახევარფინალები გაიმართება 2019 წლის 5 და 6 ივნისს, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი – 9 ივნისს.
ფინალური ტურნირი ორ სტადიონზე გაიმართება. სასურველია, ეს არენები ერთ ქალაქში იყოს ან მათ შორის დაცილება არ უნდა აღემატებოდეს 150 კილომეტრს”, – წერია უეფა-ს გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ A ლიგაში ჯგუფების შემადგენლობა ასეთია:
ჯგუფი 1: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია;
ჯგუფი 2: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია;
ჯგუფი 3: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი;
ჯგუფი 4: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია.

 

თამაშები სექტემბრიდან დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები