LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტროების გაერთიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს – დავით სერგეენკო

84

“საქმე იმაშია, რომ ასე მოხდა, რომ პროცედურები სხვა გადაწყვეტილების საშუალებას არ იძლევა,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის 2-ჯერ დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დაწყებამდე განაცხადა.

ძირითადად მოქმედი მთავრობა იქნება წარდგენილი, რომ შემდეგ პრემიერმინისტრს საშუალება მიეცეს, რომ უკვე ახალი მთავრობა დააკომპლექტოს. რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებებს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა, ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ დევნილთა სამინისტროს ნაწილის ჯანდაცვის უწყებაში გაერთიანების საკითხთან დაკავშირებითაც, რაზეც დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მისი “ხედვა ვერ კონცერტრირდება კონკრეტულად რომელიმე ორი სამინისტროს გაერთიანებაზე კონცეპტუალურად.”

“ეს უფრო ეფექტური მთავრობაა, არა მცირე მთავრობა თავის კლასიკური გაგებით, ლიბერტარიანული, მინიმალისტური არამედ უფრო ეფექტური. ამას თავის ლოგიკა აქვს, გადაწყვეტილებების მიღება როგორ ხდება და რამდენად მოკლდება მიღებული გადაწყვეტილების შესრულების პერიოდი, რაც ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია,” – განაცხადა სერგეენკომ.