LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამივე ბავშვი შიმშილის ზღვარზეა, პატარა რაც შეიძლება მალე უნდა ვაჩვენოთ ექიმს”

152

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ოჯახზე წერს, რომელსაც დახმარება სჭირდება.

მისი სტატუსი, ახალგაზრდა გოგონას და მის სამ ბავშვს ეხება, რომლებიც აკას თქმით, შიმშილის ზღვარზე არიან.

სინჯიკაშვილის ინფორმაციით, ქალს ქმარმა სასიკვდილოდ სცემა, რის გამოც დაიჭირეს, გოგონას კი სხვა არავინ ჰყავს.

“ყველას ყურადღება სასწრაფოდ!! ეს გოგო და მისი 9 თვის შვილი სასწრაფოდ საავადმყოფოშია წასაყვანი. ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა ისე სცემა რამდენიმეჯერ, ამისთვის ბავშვების მამა პოლიციამ დაიჭირა და და ციხეში ზის.

ცხოვრობენ ერთ ბნელ ოთახში, ას ლარს იხდიან ქირას, ხომ წარმოგიდგენით რანაირი ოთახია. არ ჰყავთ არავინ და სასწრაფოდ თუ არ მივხედეთ, საშინელება მოხდება.

სამივე ბავშვი შიმშილის ზღვარზეა, ერთი კვირაა თითქმის, პურიც არ აქვთ სახლში. ჯოჯოხეთი ტრიალებს მართლა. პატარა რაც შეიძლება მალე უნდა ვაჩვენოთ ექიმს, უფროსები 4-ის და 5 წლის არიან და სჭირდებათ ფსიქოლოგი. მომეხმარეთ რა, ბევრი დასჭირდება ბავშვების გადარჩენას”, – წერს აკა სინჯიკაშვილი და მსურველებისთვის ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები