LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამივე ბიულეტენში სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე: საქართველოს პრეზიდენტმა განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა

39

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდაზე, მე-6 საარჩევნო უბანზე  მისცა. როგორც ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე ბიულეტენში სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა.

„მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, შემდეგნაირად გამოვიყენე: სამივე ბიულეტენში სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე“.

პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დღეს წყდება ძალიან ბევრი საკითხი. არჩევანს ვაკეთებთ უკეთეს, ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა, სადაც თვითმმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს და შევქმნით უკეთეს ყოფას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 


 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები