LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამჯერ 100-ზე მეტი გოლი: ბარსელონა დამოუკიდებლობას მიემხრო

82

ლიონელ მესიმ, ლუის სუარესმა და ნეიმარმა ზედიზედ მესამე სეზონში 100-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
ფანტასტიური სამეული.
ლა ლიგის 36-ე ტურში „ბარსელონამ“ 4:1 მოუგო „ვილიარეალს“. გოლები დიდმა სამეულმა შეყარეს. ჯამში თავდამსხმელებმა ყველა ტურნირზე ერთად 102 გოლი გაიტანეს. ასიან ნიშნულს მათ ზედიზედ მესამე სეზონში გადააბიჯეს.

მესის ანგარიშზე 51 გოლია (35 ჩემპიონატში, 11 – ჩემპიონთა ლიგაზე, 4 – თასზე და 1 სუპერთასზე). ნეიმარს 16 გოლი აქვს (10 ჩემპიონატში, 2 – თასზე, 4 – ჩემპიონთა ლიგაზე). სუარესის ანგარიშზე 35 ზუსტი დარტყმაა (27 პრიმერაში, 3 – ჩემპიონთა ლიგაზე, 4 – თასზე და 1 სუპერთასზე).

მესი და სუარესი ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა რბოლას ლიდერობენ.
მესი „ოქროს ბუცის“ ფავორიტია.


კატალონიის დამოუკიდებლობა ბარსელონას არ შეეხება

ამასობაში „ბარსელონამ“ კატალონიის დამოუკიდებლობის კამპანიას მხარი დაუჭირა.
კლუბი ხალხთან ერთადაა.

განცხადება „ბარსელონას“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. კლუბი მხარს უჭერს რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც კატალონიის მომავალს გადაწყვეტს.

„ბარსელონა“ ორგანიზაციებს და თანამდებობის პირებს ხელმოწერების შეგროვებაში დაეხმარება.

ადრე კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა არაერთხელ განაცხადა, რომ კატალონიის მომავალი ვერანაირად ვერ აისახება „ბარსელონას“ მდგომარეობაზე ესპანური ფეხბურთის სისტემაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები