LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო

68

სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. შემთხვევა უფლისციხის სამხედრო ბაზაზე მოხდა.
”ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურე ბ.შ-მ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.
საავადმყოფოში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციის უფროსი”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროე მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები