LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო – ამ ჯერზე 4025 პირს გაიწვევენ

58

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. ამ გაწვევით სულ 4025 პირი გაივლის სამხედრო სამხედრო სამსახურს.

ამასთან დაკავშირებით  უკვე გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით, საშემოდგომო გაწვევა განხორციელდება 2017 წლის 1 აგვისტოდან  2017 წლის  29 დეკემბრამდე.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით;  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა  – 1225-ით;  შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად,  შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა  – 1280-ით და სუს-ის მოთხოვნის შესაბამისად,  სუს-ის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 20-ით.

კანონმდებლობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს იწვევენ, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები