LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო ზომები მომზადებულია იმ შემთხვევისთვის, თუ ფხენიანი არაკეთილგონიერად მოიქცევა – დონალდ ტრამპი

43

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ვაშინგტონმა მოამზადა სამხედრო პასუხი ჩრდილოეთ კორეისთვის იმ შემთხვევისთვის, თუ ფხენიანი „არაკეთილგონიერ ქმედებებს განახორციელებს“.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

სამხედრო ზომები სრულად მომზადებულია იმ შემთხვევისთვის,  თუ ფხენიანი არაკეთილგონიერად მოიქცევა. იმედი მაქვს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სხვა გზას აირჩევს, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ჩრდილოეთ კორეის სამხედროები წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავენ.  დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას „ცეცხლითა და სიბრაზით“ დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა რეალურ საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ტერიტორიებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი გუამის კუნძულის წინააღმდეგ მიმართულ ფხენიანის ქმედებებს პასუხს გასცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები