LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეაში, სპორტულ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა

46

სამხრეთ კორეაში, სპორტულ ცენტრში ხანძრის გაჩენის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხანძარი რვასართულიანი შენობის სარდაფში გაჩნდა. შემთხვევის დროს, მსხვერპლთა უმრავლესობა მეორე სართულზე, საუნაში იმყოფებოდა.

“ხანძარმა ტოქსიკური დაკვამლიანება გამოიწვია, რის გამოც ბევრი ადამიანის ევაკუაცია ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ეროვნული სახანძრო სააგენტოს სპიკერმა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.მაშველებმა 20-მდე ადამიანი გადაარჩინეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის ლოკალიზებაში 60-მდე მეხანძრე მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ შენობაში ფიტნეს ცენტრი, რესტორნები და საუნა ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები