LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. საზღვრის დემარკაციის კომისას ქმნის

103

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას გეგმავს. საკითხის განხილვის საფუძვლად იქცა ზნაურის რაიონის მცხოვრებთა მიმართვა იმის შესახებ, რომ სოფელ წნელისის ნაწილი „საზღვარს“ მიღმა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცესპიკერის, რუსლან თედეევის განცხადებით, სოფლის მცხოვრებთა მიმართვა პროფილურმა კომიტეტმა განიხილა. დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნება კომისია, რომელიც  „საქართველოს რესპუბლიკასთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხს“ შეისწავლის ამბობს თადეევი.

„გვაქვს 1922 წლის 20 აპრილის დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ და ადმინისტრაციული საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის 1931-1936 წლებში შედგენილი რუკების ასლები და ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ,“ – განაცხადა თედეევმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის, პეტრე გასიევის თქმით, საუბარია სასარგებლო წიაღისეულის ბუდობებზე, რომლებიც „ჯადოსნობით აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის.“ გასიევის განცხადებით, ეს მათი მიწაა, რომლის თითოეულ კილომეტრს ოქროს ფასი აქვს.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ცხინვალის დე დაქტო ხელისუფლების განცხადებას ეხმიანება. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს ინიციატივა ყველანაირ ლეგიტიმაციას მოკლებულია. მისი თქმით, საყურადღებოა, რომ ამ ფაქტს რაიმე პროვოკაცია არ მოჰყვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები