LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში ყოფნა კერძო ვიზიტად განიხილება – საგარეო უწყება

92

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის იტალიაში ვიზიტს ეხმიანება.

ოფიციალური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დეფაქტო მინისტრის ვიზიტს ვერ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან იტალია არაღიარების პოლიტიკის მომხრეა და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, დეფაქტო მინისტრის შეხვედრა იტალიაში განხილულია როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი და არა როგორც ოფიციალური შეხვედრის ფორმატი.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში იმყოფება. მისი თქმით, იტალიაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ალბერტო დრუდის მიწვევით ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები