LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ სუდანში იარაღის მიწოდებაში უკრაინული სახელმწიფო კომპანია მონაწილეობს – Amnesty International

67

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International სამხრეთ სუდანში იარაღის არალეგალურ მიწოდებასთან უკრაინის კავშირის შესახებ მტკიცებულებები მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის უკრაინული განყოფილება ავრცელებს.

„Amnesty International-ის ახალ მოხსენებაში მოცემულია სამხრეთ სუდანში იარაღის არალეგალურ მიწოდებასთან უკრაინის კავშირის მტკიცებულებები. სამხრეთ სუდანში ამ იარაღს ათასობით მშვიდობიანი მოსახლის მოსაკლავად იყენებენ. 2014 წელს კომპანია „უკრინმაშმა“ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან სამხრეთ სუდანში ათასობით ტყვიამფრქვევის, ნაღმმტყორცნის, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნისა და მილიონობით საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა,“ – ნათქვამია მოხსენებაში.

Amnesty International-ში აღნიშნავენ, რომ „სამხრეთ სუდანში იარაღის მიწოდებაში უკრაინული სახელმწიფო კომპანიის მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ ხელშეკრულებებს იარაღით ვაჭრობის შესახებ, რომლებსაც უკრაინა შეუერთდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები