LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამომხმარებლო სესხებზე ლარში აქციები გრძელდება

39

“ბაზისბანკში” გრძელდება აქციები სამომხმარებლო სესხებზე ლარში. სესხის პირობები შემდეგია: 7,77%-დან, ეფექტური კი 13,67%-დან. რაც შეეხება ვადას ის 48 თვემდეა, თანხა- 30 000 ლარამდე.

როგორც ბანკში განმარტავენ, სესხები გაიცემა გირაოს გარეშე.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ “აზიის განვითარების ბანკმა” “ბაზისბანკს” საქართველოში ვაჭრობის განვითარების მხარდასაჭერად, TFP პროგრამის ფარგლებში 3 მილიონი დოლარის მოცულობის საგარანტიო ხაზი გამოუყო.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად აფართოვებს საქმიანობას ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში. მათივე ცნობით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გახდეს სავაჭრო დერეფანი აზიასა და ევროპას შორის. ვაჭრობის მოცულობის გაზრდით საქართველოს საბანკო სფერო მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს, რაც თავის მხრივ განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ”ბაზისბანკი” არის საქართველოში მესამე ბანკი, რომელთანაც ”აზიის განვითარების ბანკმა” TFP პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები