LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო ავიაციის სერვერზე კიბერთავდასხმა მოხდა

74

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე, კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის ბლოკირებულია სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვებგვერდი და ის ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის.

“ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, რომ განცხადების საფუძველზე აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს, თუმცა, დამატებით დეტალებზე უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 2 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

“კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს. თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: [email protected]; [email protected]; [email protected]; [email protected]; [email protected];

საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელებისა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. საავიაციო საწარმოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა გრძელდება შეფერხების გარეშე,” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები