LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ”2030”-ის ჟურნალისტი გარდაიცვალა

142

ტეკომპანია GDS-ის გადაცემა ”2030”-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.
ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა. მისი ამოღების მცდელობისას იგი   მდინარის დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილით იპოვეს.

“ფორტუნა” მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და   უსამძიმრებს ოჯახსა და კოლეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები