LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს, უახლოეს მომავალში გამოვლინდება

48

ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებისთვის პირველი ეტაპის ინვესტიციები მოზიდულია. ამის შესახებ “ფორტუნას” “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხორციელდება. “უახლოეს კვირებში ვამთავრებთ ტენდერებს. ეს არის სამშენებლო კომპანიის გამოვლენა, რომელიც იქნება ევროპიდან. ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობს და ექვსი თვეა მიმდინარეობს. ასევე, ორ თვეში დავასრულებთ ორი საერთაშორისო ოპერატორის შერჩევის პროცესს” – განუცხადა “ფორტუნას” ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პირველი ინვესტიციები მოზიდულია, თუმცა ასევე მოლაპარაკება მიმდინარეობს საერთაშორისო ბანკებთან.

“მოზიდული თანხები შეიკვრება წლის ბოლოს, მშენებლობა კი დაიწყება გაზაფხულზე, თუმცა ყველაზე დიდი სამუშაო ჩასატარებელია გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე. ამასთან დაკავშირებით დაქირავებული არიან მსოფლიოს წამყვანელი კომპანიები და მიმდინარეობს მუშაობა” ,- აღნიშნა ხაზარაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები