LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო სექტორისთვის სპეციალური ვებ–გვერდი შეიქმნა

87

„ტექნოპარკში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის, ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის – www.construct.ge– ს პრეზენტაცია გაიმართა.

www.construct.ge „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“, შპს „ვისეილისა“ და შპს „მოდულატორის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტია, რომლის მიზანია სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის სისტემების შექმნა სამშენებლო სექტორისთვის.

ვებ-გვერდის საშუალებით  მწარმოებელი, სამშენებლო, საპროექტო და  საექსპერტო კომპანიები შეძლებენ სხვადასხვა სამშენებლო მასალის საბითუმო ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციას; შემსყიდველების, ქართველი და უცხოელი მწარმოებლების თუ დისტრიბუტორების და მათი პროდუქციის ერთიანი კატალოგის შექმნას; ფასების ინდექსაციას სატენდერო თუ სხვა ხარჯთაღრიცხვის შედგენისას.

კომპანიებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად მოხვდნენ Construct.ge-ს ბაზაში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც მათი  პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ზოგადად, ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოებას და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.

პრეზენტაციაზე პროექტის ავტორებმა მოწვეულ სტუმრებს საიტის შინაარსი და ფუნქციონალი გააცნეს და ისაუბრეს ვებ-გვერდის მიზნებსა და საჭიროებებზე. ღონისძიებას 200-მდე სამთავრობო და კერძოსექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

 

 

პოპულალურები