LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო სფეროს მიმართულებით სანქციების გამკაცრება იგეგმება

90

სამშენებლო სფეროს მიმართულებით სანქციების გამკაცრება იგეგმება. ამ საკითხზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამართული შეხვედრის დროს ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში აისახება, რომელიც, თავის მხრივ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება. აღნიშნული პაკეტი მეორე მოსმენით განხილვის საგანია.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, რომ ჩვენ საკითხი სწორად დავარეგულიროთ. საქმე ეხება სანქციების გამკაცრებას და ადმინისტრირების გაუმჯობესებას. ასევე, საუბარია უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებულ სანქციებზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი პრობლემის არსებითად მოგვარებას უზრუნველყოფს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები